"არა გარუსებას" - პარლამენტთან 20:00 საათზე აქცია გაიმართება

28.05.23 12:51
"არა გარუსებას" - პარლამენტთან 20:00 საათზე აქცია გაიმართება

"არა გარუსებას" - დედაქალაქში დღეს საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ზუსტად 20:00 საათზე მოქალაქეეებს პარლამენტთან ელოდებიან.

"ევროპული საქართველოს" მიერ დაგეგმილი დღევანდელი აქცია განსხვავებული იქნება. სიტყვით ხალხს საქართველოს ეროვნული გმირები მიმართავენ. ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილებს დღეს ხელისუფლებისთვის ორი მესიჯი აქვთ გასაგზავნი: პირველი - "მტერი არ არის მეგობარი" და მეორე - "ომი არ არის მშვიდობა".

ამ აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები როგორც გამომსვლელები. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ და ეს უნდა გავაგრძელოთ, სევახსენოთ საკუთარ თავსდა ამ რეჟიმს, რა არის ისტორიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის და რა არჩევანი გააკეთეს იმ ხალხმა, ვინც თანამედროვე საქართველოს ჩაუყარა საფუძველი 150 წლის წინ და შემდეგ პირველი რეპუბლიკის დროს, - ამბობს გიგა ბოკერია. 

აქციის ორგანიზატორები საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 9 საათზე მივიდნენ, თუმცა ნებართვა აქციის გამართვაზე სამართადლამცველებისგან მხოლოდ ახლა მიიღეს. 

მსგავსი სიახლეები