აშშ-ში პირდაპირი ფრენების გასახორციელებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს - "ეარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი

28.05.23 17:49
აშშ-ში პირდაპირი ფრენების გასახორციელებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს - "ეარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი

რატომ არ არის დაინტერესებული ეკონომიკის სამინისტრო  ამერიკაში პირდაპირი ფრენებით? - "ეარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი "პირველებს" უდასტურებს, რომ ამ მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებს რამდენიმე თვის წინ მიმართა, მაგრამ პროცესი ბიუროკრატიული მიზეზებით ჭიანურდება. გიორგი კოდუა ღიად ამბობს, რომ ფრენების დასაწყებად პოლიტიკური ნება არ არსებობს. "ეარ ჯორჯია" იძულებული გახდა, ფრენები ნიუ-იორკში რომის გავლით დაეწყო.

მოგვთხოვა დრო ჩენმა მთავრობამ, რომ სახელმწიფო არ იყო მზად, რომ ჩვენ შეგვესრულებინა რეისები თბილისიდან ნიუ-იორკის მიმართულებით. ჩვენ ველოდებოდით რამდენიმე თე, თითმფრინავი ნახევარი წლის განმავლობაში ეყენა თბილისი საერთაშორისო აეროპორტში. სრულებით შესაძლებელია, რომ ჩვენმა პროფესიულმა გუნდმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ეს დანერგოს. არიან პროფესიონალები, მაგრამ ერთადერთი, მათ სშწირდებათ პოლიტიკური ნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დაველოდოთ საქართველოს მთავრობიდან ამის იმპლემენტაციას და ის, რაც შეგვიძლია, ევროპის გავლით ფრენები გავახორციელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავუკავშირდით აერო იტალიას, ეს არის ირალიური ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომლის ბაზირება ხდება რომის აეროპორტში და ჩვენ ვგეგმავთ იტალიურ კომპანიასთან ერთად განვახორციელოთ თბილისი-რომი-ნიუ-იორკით ფრენა, - ამბობს გიორგი კოდუა. 

მსგავსი სიახლეები