ფარცხალაძე - შუამავალი მოსკოვთან? - ყოფილი პროკურორის ოფისში "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ

29.05.23 17:17
ფარცხალაძე - შუამავალი მოსკოვთან? - ყოფილი პროკურორის ოფისში "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ

თბილისში, კოსტავას 60 ნომერში მდებარე ოფისში, სადაც ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიაა რეგისტრირებული, "პირველების" გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილი პირები  დახვდნენ.

კითხვაზე სად არის ყოფილი გენპროკურორი და დაინიშნა თუ არა რომან ბოკერია ბიზნეს ელჩის თანამდებობაზე მისი რეკომენდაციით,  პასუხი ვერ მივიღეთ.

ოპოზიციას ქართული ოცნების დუმილი არწმუნებს, რომ ბოკერიას გაგზავნა მოსკოვში პირადად ივანიშვილთანაა შეთანხმებული.