ვაშლოვანში მესაზღვრემ ტურისტებს ესროლა

29.05.23 20:36
ვაშლოვანში მესაზღვრემ ტურისტებს ესროლა

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. საქმე ეხება ვაშლოვანის ნაკრძალში სროლის ფაქტს. გიდების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მესაზღვრემ კარვებში მყოფ ტურისტებს ესროლა,  რომელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. 

საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ დაიწყო გამოძიება მესაზღვრეების წინააღმდეგ, ახლა უშუალოდ ის ადამიანების იკითხებიან, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მთვრალი თანამშრომლების თავდასხმას საკუთარი თვალით უყურა. 

რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში - გაიგეთ, მარიამ მაკასარაშვილის ჩართვიდან

 

მსგავსი სიახლეები