პარლამენტთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა - ლაზარეს მამას კარავს ისევ არ აშლევინებენ

30.05.23 17:22
პარლამენტთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა - ლაზარეს მამას კარავს ისევ არ აშლევინებენ

პარალამენტთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლციის ეკიპაჟები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარეს მამის გამო მიიყვანეს.  პოლიცია უკვე მესამე დღეა ცდილობს, ბექა გრიგორიადისს პარლამენტთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.  

საკითხს გვიან ღამით პოლიციასა და ლაზარეს მხადამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს გომალური უწყებამ ერთი პირი დააკავა, რომელიც საპატრულო პოლიციას ცემაში და ძალადობაში  ადანაშაულებს. 

ყველანაირი კონსტიტუციური უფლება მაქვს, აქ, სკვერში, არავის ხელს არ ვუშლი და დავდგა კარავი. პრინციპულად უნდა დავდგა კარავი, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიციელები დღესდღეობით გახდნენ რუსული მილიცია. დაგვაშინონ უნდათ, რომ დაგვახტნენ, გაგვგლიჯონ, გაგვწიონ-გამოგწვიონ, თითქოს ვერ დავუნახავთ, ვინ როგორ მოქმედებს. ყველა ვეკითხებოდით ერთმანეთს, „რა ხდება?“ და თურმე ჩაფიქრებული ჰქონდათ დაკავება ვინმესი, სულერთია და კი დაიჭირეს ბეჟანი, - ამბობს ლაზარეს მამა. 

იურისტები ამბობენ, რომ სამართლდაცველები კონსტიტუციას არღვევენ, ძალას ამეტებენ და აქციის მონაწილეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

სამინისტრომ და პოლიციელბმა ძალიან კარგად იციან, რეალურად, რომ ისინი არღვევენ კანონს და კონსტიტუციას და უფლებებს. ამ ფონზე მათი ეს ქმედება წარმოადგენს მათ მიზანს, ჩაერიონ გამოხატვის თავისუფლებაში, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.  

ბექა გრიგორიადისი ამ დრომდე საკნაონმებლო ორგანოსთან რჩება, სადაც საღამოს თანამოაზრეებს ელოდება.