აქცია მშენებლობის წინააღმდეგ - მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

01.06.23 12:35
აქცია მშენებლობის წინააღმდეგ - მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ზალდასტანიშვილის ქუჩის მოსახლეები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ხალხი ამტკიცებს, რომ მშენებელ კომპანიას სამშენებლო ნებართვა უკანონოდ აქვს მოპოვებული.

ხალხი მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

"ჩვენ დასკვნა სატრანსპორტოსი გვაქვს. დასკვნა, რომელიც ძალიან ნათლად და კარგად აჩვენებს იმას, რომ ქუჩის გამტარუნარიანობა იმდენად გადატვირთულია, რომ ვეღარანაირ კოეფიციენტს ვეღარ უძლებს, შესაბამისად ცოტახანში ჩვეულებრივი კოლაფსის წინაშე დავდგებით. მოსახლეობა ვართ ასეთი რეალობის წინაშე, სადაც უბრალოდ სუნთქვაც შეუძლებელი იქნება, ცხოვრებაც, არც უსაფრთხოება გვექნება, არც ხე, არც სიმწვანე და ჩვენი შვილები იქნებიან ასეთ გარემოში" - ამბობს ადგილობრივი, დათო ველიჯანაშვილი.