წვიმის წყალი ტაძარში, ჩარეცხილი ფრესკები და დაობებული კედლები - გრემის ტაძარში უმძიმესი ვითარებაა

01.06.23 17:53
წვიმის წყალი ტაძარში, ჩარეცხილი ფრესკები და დაობებული კედლები - გრემის ტაძარში უმძიმესი ვითარებაა

წვიმის წყალი ტაძარში, ჩარეცხილი ფრესკები და დაობებული კედლები - გრემის ისტორიულ ტაძარში უმძიმესი ვითარებაა. მე-16 საუკუნით დათარიღებული სამონასტრო კომპელქსი ფაქტრობივად განადგურების საფრთხიის წინაშეა. კრამიტით გადახურვის მიუხედავად, ტაძარში ისევ წყალი ჩადის, კომპლექსის გალავანი კი მცენარეებით არის სავსე.

საკონსერვაციო სამუშაოები ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე 2020 წელს ჩატარდა,  თუმცა დღეს აქ ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი.

ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ გრემში სისტემური ხასიათის ხარვეზებია, რომელსაც კულტურის სამინისტრო ვერ უმკლავდება.

რასაც ჩვენ დღეს გრემში ვხედავთ, ეს არის სისტემური ხასიათის ხარვეზები, რომელსაც ვერ უმკლავდება კულტურის სამინისტრო. სამუშაოები არ მიმდინარეობს არაკომპეტენტურად. ინფორმაცია, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პროექტი და როგორ უნდა შერულებულიყო სამუშაოები, არის ფაქტიურად ხელმიუწვდომელი". - ამბობს ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი.

კულტურის სამინისტროდან ამ დრომდე არ არის პასუხი კითხვაზე, თუ რა ბედი ელოდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.