გრემის საუკუნოვანი კომპლექსი განადგურების ზღვარზეა
გრემის საუკუნოვანი კომპლექსი განადგურების ზღვარზე. არასწორად ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კიდევ ერთი უნიკალური ტაძარი ეწირება. გრემი 2020 წელს კრამიტით გადახურეს, მანამდე არსებული დროებით დაფარებული ე.წ ბრეზენტი კი სახურავიდან არ მოუხსნიათ, რომლის ნარჩენები სახურავის ქვეშ ფრიალებს. ახლა ყოველი წვიმა გრემისთვის განაჩენია. იქ წყალი ჩადის, კედლები დაბზარულია და ჩამოშლის პირას არის. ხელოვნებათმცოდნეებმა განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს და კულტურის სამინისტრო გელათის შემდეგ ახლა უკვე გრემის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებენ.