ლარი რეკორდული გაუფასურების ზღვარზეა - ეკონომისტები ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ

02.06.23 11:20
ლარი რეკორდული გაუფასურების ზღვარზეა -  ეკონომისტები ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ

ლარი რეკორდული გაუფასურების ზღვარზეა. მხოლოდ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 13 თეთრით გაუფასურდა. ამ წუთის მონაცემებით, 1 დოლარის ყიდვა 2 ლარად და 65 თეთრად არის შესაძლებელი, როცა ერთი კვირის წინ 2 ლარი და 48 თეთრი ღირდა.

რატომ ვერ ხდება კურსის დაჭერა? ეკონომისტები ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ.

ოთარ აბესაძე ამბობს, რომ ლარის გაუფაუსრება არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია, ეს ყველაფერი კი ისევ რიგით მოქალაქეებზე აისახება. 

მისი თქმით, გაუფასურებული ლარი, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატებას გამოიწვევს.

ეროვნული ბანკი ვალდებულია ქვეყანაში აწარმოოს მონეტარული პოლიტიკა იმ კუთხით, რომ საქართველოში შედგეს ბალანსი სხვა ქვეყნის ვალუტასა და ქართულ ლარს შორის. ეროვნული ბანკის რეზერვები დღეს არის ისტორიულ მაქსიმუმზე და ყოვლად გაუგებარი იყო აპრილში 300 მილიონზე მეტი დოლარის ამოღება ბაზრიდან, რამაც გამოიწვია ტურბულენტობა და გამოიწვია ის, რომ საქართველოში მინიმუმ 12 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, რაც თავისთავად გრძელვადიან ექსტრაპოლაციაში კვლავ გაუფასურებას წარმოშობს. რაც შეეხება ფასებს, ეს მომენტალურად აისახება ფასებზე, ვინაიდან იმპორტიორები არიან ორიენტიებულები საერტაშორისო ფასზე, ანუ დოლარის ფასზე. შესაბამისად, დღეს გაძვირებული დოლარი, ანუ გაუფასურებული ლარი საომავლოდ რეზერვების შევსების კუთხით მომენტალურად მოახდენს ფასების გაძვირებას". - ამბობს ოთარ აბესაძე.