საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 12 პრეფექტურის სუპერმარკეტებში 37 ქურდობა ჩაიდინა

02.06.23 12:05
საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 12 პრეფექტურის სუპერმარკეტებში 37 ქურდობა ჩაიდინა

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები.  კაცი იმ დროს აიყვანეს, როცა მაღაზიიდან ნაქურდალი გამოჰქონდა.

ბერძნული მედიის ცნობით, მან ბოლო ორი კვრიის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში.

სამართალდამცავების ცნობით, ქართველმა დამნაშავემ საბერძნეთის 12 სხვადასხვა რეგიონში სუპერმარკეტები გაქურდა და გარუკვეველი რაოდენობის პროდუქცია მოიპარა.