20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - TI
20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. ხმაურიან ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ასაჯაროებს.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, უწყებებს შორისაა მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა.
ირკვევა, რომ შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას ტექნიკური ხარვეზით ხსნის. TI მიიჩნევს, რომ კონტრაქტების გამოუქვეყნებლობა კორუფციული შეთანხმებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.