ქუთაისი შესაძლოა, რუსულ ჰაბად იქცეს - ქართველი გიდები საფრთხეებზე საუბრობენ

02.06.23 13:25
ქუთაისი შესაძლოა, რუსულ ჰაბად იქცეს - ქართველი გიდები საფრთხეებზე საუბრობენ

ქართველმაა გიდებმაა განგაშის სიგნალი ჩართეს - ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.

რუსული ავიაკომპანია "რედ ვინგსი" ქუთაისში ფრენებისთვის ემზადება. რუსული "ფორბსი" წერს, რომ ქუთაისს სატრანზიტო ჰაბად აქცევენ. ამ მიმართულების მთვარი მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული გზის კიდევ უფრო იაფად გაჭრაა.

"რედ ვინგსმა" ფრენები "ვიზეარს" დაუმთხვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში ჩასული რუსები, დაბალბიუჯეტურ ბილეთებზე მოთხოვნას გაზრდიან, ეს კი ავტომატურად ფასების ზრდას გამოიწვევს. 

გიდები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი  მძიმე ტვირთად ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დააწვებათ.

ნეგატიური ეფექტი ექნება იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის რეისებს განახორციელებს, ყველა ვარიანტში ვიზეარის ბილეთებზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ხელიმისაწვდომობა ბილეთებზე შემცირდება ანუ რაოდენობა იქნება ცოტა, ადგილების რაოდენობა შეიზღუდება და მეორე, როდესაც მოთხოვნა იზრდება, ავტომატურად იზრდება ფასიც ანუ ავტომატურად ჩენ, საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სარგებლობს იზეარის მომსახურებით,გაგივიძვირდება ფრენის ტარიფი. შედგება ქუთაისი ე.წ. რუსულ ჰაბად, ეს კიდევ მეორე ხარისხია. სავარაუდოდ, არა. სახელმწიფოს იმიჯი კიდევ უფრო ქვევით დაეცემა, იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვხვდებით რაღაცა სატრანზიტო კორიდორად რუსებისთის სანქციების გვერდის ავლის კუთხით, - ამბობს ტურიზმის სფეროშ დასაქმებული.