"საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი მონაცემები?" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას

02.06.23 14:06
"საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი მონაცემები?" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალი საქართელოს მთავრობას შეკითხვით მიმართავს. ქეთი ლეშკალს აინტერესებს, საიდან ფლობენ რუსული სპეცსამსახურები მის პირად ინფორმაციას, კერძოდ, პირად ნომერს და იურიდიულ მისამართს.

საქართველოს მთავრობა, ერთი კითხვა მაწუხებს და რომ არ დაგისვათ არ შემიძლია! საიდან იციან რუსების სპეც სამსახურებმა ჩემი იურიდიული მისამართი!?  საქართველოს პასპორტის ნომერი და სხვა ისეთი ინფორმაცია, რაც ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან?, - წერს საქართველოს მოქალაქე სოციალურ ქსელში.