მთავრობის გაუმჭვირვალე ხარჯები - მესამე სექტორი კორუფციულ რისკებზე საუბრობს
სახელმწიფო უწყებები კონტრაქტებს მალავენ - საქართველოს მთავრობა და მასთან ერთად კიდევ 19 საჯაროო უწყება არ ასაჯაროებს დოკუმენტებს, რომლითაც დადგინდება რა ტიპის მომსახურებებში იხდიან ფულს საჯაროო მოხელეები გამარტივებული შესყიდვების გზით.
მესამე სექტორი კორუფციულ რისკებზე საუბრობს:
ყიდულობენ საქონელს და მომსახურებას და მერე ჩვენ , საკმაოდ ბევრ თანხას იხდიან ამაში, და მერე ჩვენ ვერ ვნახულობთ ვისგან იყიდეს ეს კონკრეტული საქონელი და მომსახურება და ეს ყოველთის ზრდის კორუფციულ რისკებს. კანონი იმიტომ მოითხოვს, რომ კონტრაქტები იყოს გამჭვირვალე, რომ ვნახოთ ვისგან ყიდულობს. შეიძლება მაინც მოხდეს და არის ამის პრეცედენტებიც, არ შველის ყველა კორუფციულ რისკს, მაგრამ კიდევ უფრო გაზრდილია კორუფციული რისკები. ამ პრობლემის შესახებ ჩვენ ბევრჯერ დავწერეთ, ბევრჯერ გავახმაურეთ, შესყიდვების სააგნეტოსაც მივმართეთ. ისინი გვპასუხობენ, რომ ტექნიკური ხარვეზია თითქოს, მაგრამ გადის წლები, ეს ტექნიკური ხარვეზი რჩება. ბოლო წერილშ, ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ 2025 წლიდან გმოვასწორებთო, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.
20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. ხმაურიან ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ასაჯაროებს.