მოსკოვის სასამართლომ მაქსიმ გალკინს "უცხოეთის აგენტის" სტატუსი დაუტოვა

02.06.23 14:55
მოსკოვის სასამართლომ მაქსიმ გალკინს "უცხოეთის აგენტის" სტატუსი დაუტოვა

მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსი შოუმენის მაქსიმ გალკინის საჩივარი, რომელიც მისთვის  „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მოხსნას ითხოვდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. 

პროცესზე ადვოკატმა თქვა, რომ გალკინი პოლიტიკური მოღვაწე არ არის, მისი გამოსვლები კი მხოლოდ პოლიტიკური სატირაა. ინტერსების დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთის აგენტის“ სტატუსი არღვევს გალკინის სიტყვის თავისუფლებას და დისკრიმინაციულია. 

საპირისპიროს ამტკიცებდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. მისი თქმით, მაქსიმ გალკინის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მასალების ანალიზი მის პოლიტიკურ საქმიანობას ადასტურებს, რომელიც უცხოეთის გავლენის ქვეშაა. 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე გალკინი აგენტების რეესტრში 2022 წელს შეიყვანა.