წულუკიანს მოვუწოდებ, უარი თქვას ჩემს დევნაზე და მომიხადოს ბოდიში - გაგა ჩხეიძე
კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე მის შესახებ კინოცენტრის გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. ჩხეიძე ეჭვობს, რომ განცხადება კინოცენტრის თანამშრომლებთან შეუთანხმებლად გავრცელდა, რადგან ისინი მის შინაარს ერთი-მეორეს მიყოლებით ემიჯნებიან.
გაგა ჩხეიძიეს აინტერესებს, რატომ ავრცელებს განცხადებას ეროვნული კინოცენტრი და არა კულტურის სამინისტრო ან თავად თეა წულუკიანი.
მიჩნდება ეჭვი, რომ განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას.
ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ განცხადებაში საუბარია „ქართული ფილმის განვითარების ფონდში“ ჩემს საქმიანობაზე. „ქართული ფილმის განვითარების ფონდი” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ეროვნული კინოცენტრი ვერ შეაფასებს ჩემს საქმიანობს ფონდში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული კინოცენტრის განცხადება დაწერილია კულტურის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის მითითებით და კარნახით, – წერს გაგა ჩხეიძე.
გაგა ჩხეძიე ასევე განცახდების იმ ნაწილს ეხმიანება, სადაც სადაც წერია, რომ კინოცენტრი კინოფესტივალის დაფინანსების საკითხს გადახედავს. მას მიაჩნია, რომ უწყება ვალდებულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალი დააფინანსოს, რადგან თანხები, რომელსაც ისინი განკარგავენ, გადასახადების გადამხდელთა ფულია.
ეროვნული კინოცენტრი კინოს მხარდაჭერის კანონის მიხედვით ვალდებულია (!) დააფინანსოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალები ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა (ჩემსა და მინისტრს შორის დავის მიუხედავად) დააფინანსოს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც. ამავე დროს, შევახსენებთ სამინისტროს და კინოცენტრს, რომ თანხები, როემლთაც ისინი განკარგავენ, გადასახადების გადამხდელთა ფულია.
უფრო მეტიც, ჩვენ წელს სამინისტროშიც შევიტანეთ განაცხადი ფესტივალის დაფინანსებაზე, თუმცა უარი მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი ყველა საკონკურსო პირობას აკმაყოფილებდა. დღემდე არ მიგვიღია სამინისტროს პასუხი ოფიციალურ წერილზე, რომელშიც ვითხოვდით უარის არგუმენტაციას და ქულებს. ჩვენ ვთვლით, რომ სამინისტრომ განგებ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და კომისიის მუშაობა იყო ფარსი.
კინოცენტრს არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი, გოეთეს ინსტიტუტის პრეს-რელიზის გამო გააუქმოს ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ამისთვის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვაც საკმარისია, - წერ ჩხეიძე.
კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელია სევე თეა წულუკიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
კულტურის მინისტრს მოვუწოდებ, უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე, გაიწვიოს თავისი განცხადება პროკურატურიდან, რადგან შესანიშნავად იცის, რომ კრიმინალი და მფლანგველი არ ვარ და ოფიციალურად მომიხადოს ბოდიში, – ნათქვამია ჩხეიძის განცხადებაში.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.
„გოეთეს ინსტიტუტის“ საპასუხოდ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ " სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას".