"განცხადება ბოლშევიკურია" - წულუკიანს თანამშრომლები აუმხედრდნენ

02.06.23 15:35
"განცხადება ბოლშევიკურია" - წულუკიანს თანამშრომლები აუმხედრდნენ

წულუკიანის უწყებაში ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა. კულტურის მინისტრის რეპრესიების გამო მოქმედი ხელოვანები აუმხედრნდნენ. კინონოცენტრის თანამშომშრომლები ერთი-მეორეს მიყოლებით  ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც საქართველოს ეროვნული  კინოცენტრის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

საუბარია კინოცენტრის განცხადებაზე, სადაც წულუკიანის უწყებას დაქვემდებარებულმა სამსახურმა თქვა, რომ შესაძლოა, საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინასნების საკითხს გადახედოს. 

თვითონ ფაქტი, რომ კინოცენტრი აკეთებს ამ განცხადებას თითქოს მან გაათავისუფლა, ძალიან უცნაურია და ეჭვს ბადებს, რომ ეს წერილი დაწერილია კულტურის სამინისტროში ან  დაწერილია მათ მიერ იძლებით კინოცენტრში. მისი რიტორიკა არის მართლაც ბოლშევიკურ ტრადიციებში დაწერილი, „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია და უნდა განადგურდეს“!, - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თეო ხატიაშვილი.