საქართველოს ფოსტის თანამშრომლები გაიფიცნენ - მძღოლები ხელფასების მატებას ითხოვენ
საქართველოს ფოსტის თანამშრომლები გაიფიცნენ - მძღოლები ხელფასების მატებას ითხოვენ. 40-მდე დასაქმებული საქართველოს ფოსტას შრომის არაადამიანური პირობების შექმნაში ადანაშაულებს. ქუჩაში გასული ხალხი, ამბობს რომ დილიდან დაღამებამდე დაუღალავად კილომეტრიან გზებს გადიან, თვის ბოლოს კი სახლში მიზერული ანაზღაურებით მიდიან.
ვაპროტესტებთ, რომ ხელფასი გავქვს ძალიან მინიმალური. არ გვინაზღაურებენ სამივლინებო თანხას, არ გვინაზრაურებენ ზედმეტს საათებს. ჩვენ რომ ეს მოთხოვნა დავაყტენეთ, ერთხელ გაგვიკეტეს იგნორი, მეორედ, მესამედ და მოთმინება ამოგვეწურა. გავჩერდით, აღარ ვმუშაობს. გვეუბნებიან, იმუშავეთ, მაგრამ რისთვის ვიმუშაოთ, მაგას არ გვეუბნებიან, - ამბობს პროტესტის მონაწილე.