საწვავი გაძვირდა - რუსული იაფფასიანი ბენზინი საქართველოში რეკორდულ ფასად იყიდება

02.06.23 17:10
საწვავი გაძვირდა - რუსული იაფფასიანი ბენზინი საქართველოში რეკორდულ ფასად იყიდება

საწვავი გაძვირდა. რუსული იაფფასიანი ბენზინი საქართველოში რეკორდულ ფასად იყიდება.
ბეზნინგასამართ სადგურებზე მისულ მძღოლებს ყოველ ჯერზე სულ უფრო მაღალი ფასები ხვდებათ.

მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაშიი ფასი 10-15 თეთრიით არის მომატებული. 

საქართველო რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. საწვავის 80 პროცენტიი აგრესორი ქვეყნიდან შემოგვაქვს. ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც საწვავის ფასი ელვის სისწრაფით იზრდება, რუსული საწვავის მარაგების სიმცირეა.

ექსპერტები დამაიმადებელ შედეგებს ვერ პროგნოზირებენ და ვარაუდობენ, რომ ფასმა საწვაზე შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს.

მომატებულია რეგულარი, რომელიც ყველაზე მოხმარებადი საწვავია. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის დამოკიდებულები ვართ სხვადასხვა ქვეყნებზე, იმიტომ, რომ ჩვენი არ გვაქვს. გაძვირდა, განსაკუთრებით, არაბრენდირებულ კომპანიებში, კალომკებზე. თუ მოიმატა ფასი რუსეთში, ბუნებრივია ჩვენთან გაძვირდება. როგორც კი გადავჯდებით ამ ევროპულ მიმართულებაზე, ჩვენ დავიწყებთ პლაცით შემოტანას, ანუ გაძვირდება". - ამბობს ექსპერტი.

მძღოლები ამბობენ, რომ ყოველდღიურად მომატებული ფასების გამო, მათთვის სულ უფრო შეუძლებელი ხდება საწვავის შეძენა.