ბორჯომელი ახალგაზრდა, რომელსაც ძმის დაღუპვის დღიდან ეძებდნენ, გარდაცლილი იპოვეს

02.06.23 17:51
ბორჯომელი ახალგაზრდა, რომელსაც ძმის დაღუპვის დღიდან ეძებდნენ, გარდაცლილი იპოვეს

ბორჯომელ ახალგაზრდას, რომელსაც ძმის დაღუპვის დღიდან ეძებდნენ, გარდაცლილი იპოვეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

წყლიდან გამორიყული ცხედარი, სავარაუდოდ, მწყემსმა ნახა. 

ვახო მეტრეველს მაშველები 10 დღის განმავლობაში, 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ მეტრეველისგან ქრთამის სახით, დიდი ოდენობის თანხის მითვისება 2020 წელს, ბორჯომის ყოფილმა მერმა ლევან ლიპარტიამ და გიორგი გოგიჩაიშვილმა სცადეს, ამ ფაქტის გამო, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დააკავეს.

გასული წლის 3 ნოემბერს, ბორჯომში, მეტრეველის ავტომობილი დაიწვა. მაშინ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ბიზნესმენის მანქანა მიზანმიმართულად დაწვეს.