მოსამართლემ ლაზარეს მამა 2000 ლარით დააჯარიმა

02.06.23 20:13
მოსამართლემ ლაზარეს მამა 2000 ლარით დააჯარიმა

ლაზარეს მამა 2000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ის სამართალდამცველები გამოიკითხნენ, რომლებმაც უშუალოდ დააკავეს ბექა გრიგორიადისი.

სასამართლომ  პროცესის სამი დღით გადადებაზე გრიგირიადისის ადვოკატს უარი უთხრა. დაცვის მხარე ვადას მტკიცებულებების შეგროვებისთვის ითხოვდა.

ბექა გრიგორიადისი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაეშალა ერთადერთი მოთხოვნით - "თავისუფლება ლაზარეს". 

უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობას ათეულობით პოლიციელი ყარაულობს, მხოლოდ იმისთვის, რომ იქ დაკავებულს ერთი კარავი არ დაედგა. ლაზარეს მამის განზრახვა სამართალდამცველებისთვის მისი დაკავების საფუძველი გახდა. თავად დაკავებული ამტკიცებს, რომ ის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და ძალის გადამეტებით დააპატიმრეს. სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობდა მისი ადვოკატი, როდესაც პროცესის გადავადებას ითხოვდა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.