ფანჯარა ევროპაში გაჭრილია - რუსები დასავლეთში ქართველი ხალხის ფულით იფრენენ

02.06.23 20:26
ფანჯარა ევროპაში გაჭრილია - რუსები დასავლეთში ქართველი ხალხის ფულით იფრენენ

იაფი ფრენები რუსებისთვის ქართველი ხალხის ფულით - რუსული ავიაკომპანიებისთვის ცის გახსნის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" რუსებს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ფრენების საშუალებაც მისცა. ქუთაისის აეროპორტიდიან "ვიზეარის რეისებს ბიუჯეტი აფინანსებს, რის გამოც ფრენები გაცილებთ იაფია. ივლისიდან აეროპორტი რუსულ "რედვინგს" მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  იაფიბილეთებით ქუთაისში ჩამოსული რუსებიც  ისარგებლებენ. სამაგიეროდ, გაძვირდება ფრენები ქართველებისთვის.

სპეციალისტების განმარტებით, "რედვინგსის" შესვლა ქუთაისის აეროპორტში  მოთხოვნის გაზრდას ნიშნავს, მათ შორის, "ვიზეარის" რეისებზე, რაც ავტომატურად ფასების მატებას გამოიწვევს.

"რედვინგსის" მიღებას შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაც მოყვეს.  არ არის გამორიცხული, დასასანქცირებელთა სიაში  ქუთაისის აეროპორტიც მოხვდეს.  მოსკოვის გეგმის მიხედვით რუსეთის მოქალაქეებისთვის ქუთაისი დასავლეთთან დამაკავშირებელი ჰაბი უნდა გახდეს.  ფანჯარა ევროპაში გაჭრილია - საქართველოს აეროპორტები  იზოლაციაში მოქცეული რუსებისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები