"ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით" - წულუკიანის უწყებაში ამბოხია

02.06.23 20:35
"ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით"  - წულუკიანის უწყებაში ამბოხია

დიდი ამბოხი წულუკიანის უწყებაში -  მოქმედი ხელოვანები კულტურის მინისტრის რეპრესიების გამო აკრიტიკებენ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ პოსტებს და  კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას საჯაროდ ემიჯნებიან.

საქმე ეხება კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორის კინფესტივალის დაფინანსების საკითხს სამინისტრო გადახედავს.

სავარაუდოდ, მინისტრი წყობიდან გაგა ჩხეიძისთვის გოეთეს ინსტიტუტის მედლის გადაცემამ გამოიყვანა. დაჯილდოებული ხელოვანი მილოცვას ელოდა და მიიღო რეპრესიები. 

გაგა ჩხეიძეს საჯარო სასამართლო ერთი ჩანაწერის გამო  მოუწყვეს. გოეთეს ინსტიტუტი ჩხეიძის ბიოგრაფიაში წერს, რომ ის კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან რუსეთის კრიტიკისა და უკრაინისამდი სოლიდარობის გამო გაუშვეს.

ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით - ასე აფასებენ ქართველი ხელოვანები წულუკიანის რეპრესიების მორიგ ტალღას.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები