საქართველოს ფოსტაში პროტესტია - თანამშრომლები ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ

საქართველოს ფოსტაში პროტესტია. თანამშრომლები მუშაობაზე უარს ამბობენ. მძღოლები, რომლებიც ამანათების გადატანას ახორციელებენ, ხელფასის მატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოს არ დაუბრუნდებიან.
ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარი, ხოლო ტვირთის გადატანის დროს ერთ კილომეტრზე 25 თეთრია.
გაფიცულები ამბობენ, რომ ამ ფულით არსებობა შეუძლებელია.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.