გაძვირებული საწვავი და პროდუქტი - უფასურდება თუ არა ლარი ხელოვნური ჩარევის გამო?
უფასურდება თუ არა ლარი ხელოვნური ჩარევის გამო? - მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟიდან რეკორდული რაოდენობის, 300-ს მილიონზე მეტი დოლარი შეისყიდა, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ფინანსისტები ამბობენ,რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ლარის გაუფასურება უკვე აისახა საწვავის ფასზე. ბოლო რამდენიმე დღეში ბენზინი 10-15 თეთრით გაძვირდა.
მთავრობის არგუმენტი, რომ რუსეთი საწვავის მთავარი მომწოდებელი დაბალი ფასის გამო გახდა, ტრადიციული მითი აღმოჩნდა. სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ციფრები ყოველდღიურად იცვლება და არა მოსახლეობის სასარგებლოდ. ერთ თვეში 17 თეთრით გაუფასურებული ლარი კი პირდაპირ აისახა მოსახლეობის ჯიბეზე. საწვავთან ერთად ავტომატურად გაძვირდა პროდუქტიც. მაღაზიებსა და თუ ბაზრებში მისულ ადამიანებს ყოველ დღე გაძვირებული პროდუქცია ხვდებათ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.