ბულგარელი ჟურნალისტები და მწერლები ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ

ბულგარელი ჟურნალისტები და მწერლები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ. წერილობითი მიმართვა ბულგარეთის მოქალაქეებმა საქართველოს საელჩოს გადასცეს.
დოკუმენტზე ხელმომწერები ფიქრობენ, რომ მედია მენეჯერის პატიმრობა ქვეყანაში მედია-დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.
სალომე ზურაბიშვილის სახელზე გამოგზავნილი მიმართვა ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად ჟურნალისტთა საერთაშორისო კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც სამი ქართული ტელეარხის თანამშრომლების ვიდეო-მესიჯის შემდეგ დაიწყო.
პირველ რიგში ნიკა არის ჩვენი კოლეგა და ჯერ მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვეხდინა რეაგირება ამ უსამართლობასა და სისასტიკეზე.გარდა ამისა, ნიკა რუსული აგრეესიის წინააღმდეგ გამოდის და ამაზე რეაგირებს, ამიტომ ჩვენც უნდა მოვახდინოთ რეაფირება მის პრობლემაზე. ომმა ჩვენ გვასწავლა, რომ ჩუმად არ უნდა ვიყოთ. თუ ჩუმად ხარ, ესე იგი რეპრესიებს უჭერს მხარს, ესე იგი გენოციდს უჭერ მხარს და ყველაფერს, რასაც ტოტალიტარული ქვეყანა აკეთებს. ნიკა გვარამია სწორედ იმიტომ ზის ციხეში, რომ ჩუმად არ არის. ამიტომ, ჩემი პროფესუინალური და ადამიანური გრძნობა იყო, რომ მისი პოპრტეტი გამეკეთებინა და მხარი დამეჭირა ამ არაჩვეულებრივი ადამიანისთვის ასეთი ხერხით."- ამბობს ბულგარელი ჟურნალისტი.