დაკავებები პუტინის სტილით - დაკავებულების ნაწილს, სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული

03.06.23 11:03
დაკავებები პუტინის სტილით - დაკავებულების ნაწილს, სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული

პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველები სასამართლოს მოლოდინში არიან. პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

დაკავებულები თელავსა და დუშეთში გადაიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულების ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული.

დაკავების პროცესი, რაც გუშინ კადრები ვნახეთ, ნამდვილად არ იყო ლეგიტიმური, რადგან იქ იმართებოდა მშვიდობიანი აქცია. შესაბამისად, პოლიციას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი იმის, რომ მომხდარიყო ასე ხალხის დარბევა.ამას სხვა მეტი არაფერი შეიძლება დაერქვას. გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა. მეორე პრობლემას რასაც წავაწყდით, ეს იყო დაკავებულების ძებნა. ვრეკავდით სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ არ გვქონდა ინფორმაცია, თუ სად იყვნენ გადაყვანილები აღანიშნული პიროვნებები. ბოლოს დავადგინეთ, რომ დაკავებულების ნაწილი დუშეთის დროებითი მოტავსების იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები, ნაწილი კი თელავში". - ამბობს უფლებადამცველი.

დაკავებები პუტინის სტილით და ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით - ხელისუფლებამ უფლებადამცველების დასჯაც დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ღამით არასამთავრობო ორგანიზაცების წინააღმდეგ პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო.

ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.

დაკავებულთა შორის არის  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

ჯამში სულ 10-მდე დაკავებულია. ზუსტ რაოდენობაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველა მათგანს საგამოძიებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

მსგავსი სიახლეები