კალაძის სამსახურთან პროტესტია - მუხიანის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს
კახი კალაძის სამსახურთან პროტესტია. მერიასთან დილიდან მუხიანის მოსახლეები მივიდნენ. გობრონიძის ქუჩის მკვიდრები საფეხბურთო სტადიონის ნაცვლად, მათ უბანში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ.
ხალხი ამბობს, რომ პროტესტის შემდეგ მათი მისამართით მუქარა არ წყდება. არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხალხის ხმა ვერც საკრებულოში გაიგეს და ვერც მერიაში, რის გამოც შაბათი დღე მუხიანელებმა ქუჩის აქციით დაიწყეს.
მოვედით თხოვნით პირველ რიგში კალაძესთან, რომ ჩვენი სტადიონი, სადაც აპირებენ მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას, არ წაგვართვას. ერთი წელია უკვე ვიბრძვით ამ საქმეზე, არანაირი შედეგი და გამოხმაურება არ მოჰყოლია. დღეს თუ ჩვენ აქ მოვედით 40 და 50, ხვალ ვიქნებით ათასი". - ამბობს აქციის მონაწილე.