დაკავების დირექტივებს პოლიცია სატელეფონო ზარით იღებდა - აქტივისტები დაკავებების ღამეზე

03.06.23 13:06
დაკავების დირექტივებს პოლიცია სატელეფონო ზარით იღებდა - აქტივისტები დაკავებების ღამეზე

ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური განცხადებების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე უფლებადაცმველების დაკავების დირექტივებს პოლიცია სატელეფონო ზარით იღებდა - ამის შესახებ "პირველებს" აქტივისტები უყვებიან.

მათი თქმით, პოლიციელები წიხლებით და მუშტებით ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე. 

პოლიციელების კორდონი იყო გაკეთებული, წყნარად იდგნენ იმ მომენტში რომ მივედი, მაგრამ შიგადაშიგ შემოდიოდნენ ამ ჯგუფში, ართმევდნენ ამ ხალხს ფურცლებს. ხდებოდა გადავლა წიხლებით, მუშტებით, თვითონ ამ პოლიციელების მიერ. ეწეოდნენ პროვოცირებას, როგორც თავიანთი ქცევით, ასევე სიტყვიერად. ყოველი მეორე ტელეფონზე რეკავდა, მოპირდაპირე მხარეს ეყენათ კიდევ ჯიპები, სადაც მიდიოდნენ და იღებდნენ გარკვეულ დირექტივებს. ოფიცრის ჩინით ხალხი იყო მოსული, რომლებიც ამ პროვოცირებას ახორციელებდნენ, მათ შორის ქუჩური დიალექტით". - ამბობს აქტივისტი.

პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველები სასამართლოს მოლოდინში არიან. პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

დაკავებულები თელავსა და დუშეთში არიან გადანაწილებულები. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულების ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული.

ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.

დაკავებულთა შორის არის  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

ჯამში სულ 10-მდე დაკავებულია. ზუსტ რაოდენობაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველა მათგანს საგამოძიებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

 

მსგავსი სიახლეები