პოლიცია არაპროპორციული ძალით ცდილობდა დემონსტრანტების დაკავებას, რა დროსაც ფეხი დავიზიანე - ფარულავა

03.06.23 13:21
პოლიცია არაპროპორციული ძალით ცდილობდა დემონსტრანტების დაკავებას, რა დროსაც ფეხი დავიზიანე - ფარულავა

აქტივისტმა ნიკუშა ფარულავამ გუშინდელ აქციაზე ფეხი დაიზიანა. აქტივისტი "პირველებთან" დაკავებების რამეს იხსენებს და ამბობს, რომ სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მოქმედებდნენ.

ზოგადად, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, რომ ბანერის ხელში დაჭერის გამო შეიძლება, შენ სამართალდამცველებმა დაგაკაონ, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ეს ხელისუფლება ღიად კრემლისტური რეჟიმისკენ მიდის. ერთ-ერთი დაკავების მცდელობის დროს ფეხი დავიზიანე, როდესაც არაპროპორციული ძალის გამოყენებით, სამართალდამცველები ცდილობდნენ წაერთმიათ ბანერები და დაეკავებიათ შვიდობიანი დემონსტრანტები". - ამბობს ნიკუშა ფარულავა.

პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველები სასამართლოს მოლოდინში არიან. პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

დაკავებულები თელავსა და დუშეთში არიან გადანაწილებულები. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულების ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული.

ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.

დაკავებულთა შორის არის  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI“-ის თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი, ასევე იურისტები საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

ჯამში სულ 10-მდე დაკავებულია. ზუსტ რაოდენობაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველა მათგანს საგამოძიებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.