იზოლატორებში, დაკავებულებისთვის საკვების შეგზავნაზე ოჯახის წევრებს უარი უთხრეს
დაპატიმრებული აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ ახალი სადამსჯელო ღონისძიება აამოქმედა. წინასწარი მოთავსების იზოლატორებში, ოჯახის წევრებთან საკვების შეგზავნაზე ხალხს უარს ეუბნებიან. ასეთი რამ ჯერ არასდროს მომხდარა.
დუშეთის იზოლატორში საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელმა ვერ განმარტეს, თუ რა დირექტივით ხელმძღვანელობენ და რატომ არ მისცეს ოჯახის წევრებს დაკავებულებისთვის საკვების შეგზავნის უფლება.
"კატასტროფაა, ამანათსაც აღარ გვატანინებენ დაკავებულებთან. ეს დასჯის რაღაც ახალი მეთოდია. აქტივისტები ჩვენთვის ვთამაშობდით წეროებს, მოვარდა პოლიცია, ლაშა წინააღმდეგობას არ უწევდა, ჭიდაობით, ძალით წაიყვანეს". - ამბობს დაკავებულის ახლობელი.
დუშეთის იზოლატორში დაკავებულები მოინახულა ადვოკატმა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს იზოლატორში ყოფნა სრული 48 საათის განმავლობაში მოუწევს, ნაცვლად 24 საათისა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაინიშნება სასამართლო პროცესები.
"მოვინახულე დაკავებუილები. სამწუხაროდ, ის შეღავათი, რაც შარშან მიიღო პარლამენტმა, რომ 24 საატში უნდა მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება და განსაკუთრებულ შემთხვევებში 48 საათში, ამას ბოროტად იყენებს დღეს ხელისუფლება. ყველანაირი დასაბუთების დაკავებულებს 24 საათში არ ატავისუფლებს". - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან სამართალდამცველებმა 10-მდე მშვიდობიანი აქტივისტი დააკავა.
ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.