"ჩემს შვილს აქვს, რძალსაც, 3 პატარა ბავშვი ჰყავთ" - ბრუცელოზის ეპიდ-აფეთქება ასპინძაში

03.06.23 15:57
"ჩემს შვილს აქვს, რძალსაც, 3 პატარა ბავშვი ჰყავთ" - ბრუცელოზის ეპიდ-აფეთქება ასპინძაში

ასპინძა ეპიდ-აფეთქების ზღვარზეა - ბრუცელოზის შემთხვევები მატულობს. ვირუსის გავრცელების კერა 
სოფელი საყუდაბელია. მოსახლეობა ზოონოზური დაავადებით, ერთი-მეორის მიყოლებით ინფიცირდება. 
ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო პირუტყვია, ამიტომ ადგილობრივები იძულებულები არიან საქონელი დახოცონ.

ბოლო ცნობებით, 12 ადამიანს ბრუცელოზი ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული. ნაწილი თბილისის კლინიკებშია მოთავსებული, ნაწილი კი სახლში აადის მკურნალობას. მოსახლეობა პანიკაშია, ხალხი დახმარებას ითხოვს.

თავის დროზე რომ მოსულიყვნენ და დაგვეკლა საქონელი, არარ გადავიდოდა ჩემს შვილზე, მეორე შვილს 20 სული საქონელი ჰყავს და ისიც მკურნალობს, რძალიც მკურნალობს. 3 პატარა ბავშვი ჰყავთ". - ამბობს ადგილობრივი.