სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში - ძმის მკვლელობისთვის 35 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს

03.06.23 16:12
სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში - ძმის მკვლელობისთვის 35 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს

სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში - პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ძმას ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით, ძმას დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.