ომმგამოვლილი ბავშვები, მამუკა ხაზარაძისა და "თბილისი ცენტრალის" ხელშეწყობით, ფსიქორეაბილიტაცის კურსს გადიან
მამუკა ხაზარაძისა და "თბილისი ცენტრალის" ხელშეწყობით, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები თბილისში ფსიქორეაბილიტაცის კურსს გადიან. ომმგამოვლილი ბავშვები სპეციალურად მათთვის მოწყობილ სივრცეში განათლებასაც იღებენ.
30-ზე მეტი მოზარდისთვის "თბილისი ცენტრალში" საბავშვო ბაღია გახსნილი. ამ სივრცეში, უკრიანელი მოზარდებისთვის სპეციალური პროგრამა აქვთ შემუშავებული. მოზარდების განწყობაზე ზრუნავენ ქართველი მხატვრებიც. სტრესის დასაძლევაად ბავშვებს ასწავლიან ხატვას და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საქმიანობასაც. უკრიანაში ომის დაწყების დღიდან, "თბილისი ცენტრალის" სასტუმრომ ჯამში 100 დევნილი ოჯახი შეიფარა.