როგორია, ბრუცელოზით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობენ ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში

03.06.23 17:24
როგორია, ბრუცელოზით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობენ ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში

როგორია ბრუცელოზით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ასპინძის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ნაწილი უკვე გაეწერა და სახლში განაგრძობს მკურნალობას.

მისვე თქმით, ასპინძაში ინფექტიის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

დასაწყისში თუ ხდება მიმართვიანობა ექიმთან და ადრეულად თუ ხდება გამოვლენა, იოლ ფორმებში, მსუბუქად მიმდინარეობს. თუ დაგვიანებული შემთხვევებია, სხვადასხვა ორგანოების და სისტემების დაზიანებას იწვევს და რა თქმა უნდა, რთული შეიძლება იყოს. საერთოდ, ბრუცელოზი მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს". - ამბობს მზია პაპაშვილი.

ვირუსის გავრცელების კერა სოფელი საყუდაბელია. მოსახლეობა ზოონოზური დაავადებით, ერთი-მეორის მიყოლებით ინფიცირდება. 

ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო პირუტყვია, ამიტომ ადგილობრივები იძულებულები არიან საქონელი დახოცონ.

ბოლო ცნობებით, 12 ადამიანს ბრუცელოზი ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული.