თუ ხელისუფლება გადაწყვეტს სიტყვის ჩახშობას პოლიციური ძალის გამოყენებით, მიიღებს უარესს - მშვენიერაძე

03.06.23 17:06
თუ ხელისუფლება გადაწყვეტს სიტყვის ჩახშობას პოლიციური ძალის გამოყენებით, მიიღებს უარესს - მშვენიერაძე

დედაქალქი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - თბილისის დროით, ზუსტად ცხრა საათზე მოქალაქეებს პარლამენტთან ელოდებიან. "არა რუსული წესებით ბრძოლას"- ამ მოწოდებით ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკოსებიც  გადიან. 

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერიძე ამბობს, რომ დღევანდელი აქცია ჩვენებაა იმის, რომ თუ ხელისუფლება გადაწყვეტს რაიმე სიტყვის ჩახშობას, პოლიციური ძალის გამოყენებით, ის კი ვერ მოახერხებს ამას და მიიღებს უარეს შედეგს.

ამ აქციას ვფიქრობ ორი მიზანი უნდა ჰქონდეს - პირველი, ჩვენება საზოგადოებისადმი იმ გზავნილის, რომლის თქმაც სურდათ აქტივისტებს და რომლებსაც იჭერდნენ. ხელისუფლებამაც უნდა ნახოს ,თუ ის გადაწყვეტს რაიმე სიტყვის ჩახშობას, პოლიციური ძალის გამოყენებით, ის კი ვერ მოახერხებს, პირიქით მიიღებს უარეს შედეგს. გუშინ, რასაც ვხედავდით, პოლიციას არ უნდოდა რომ ადამიანებს ენახათ ის, რაც ბანერზე ეწერა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ იცის ის სათქმელი, რომელიც ამ ადამაინებს გააჩნდათ, ამიტომ, თავადაც დაფიქსირდით. დღეს პირველი ამიტომ მივალ, რომ ეს სათქმელი კიდევე რთხელ გავიმეორო". - ამბობს მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან სამართალდამცველებმა 10-მდე მშვიდობიანი აქტივისტი დააკავა.

ხალხი პარლამენტთან ღარიბაშილის ანტიდასავლურ განცხადებებს და ლაზარე გრიგორიადისის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. ზოგიერთი მათგანი პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააპატიმრა.