აქცია დიდ დიღომში - მოსწვალეები, მასწავლებლები და მშობლები სკოლის დაკეტვას აპროტესტებენ
აქცია დიდ დიღომში - ქუჩაში 192-ე საჯარო სკოლის მოსწვალეები და მათი მშობლები გავიდნენ. პროტესტის რეჟიმში გადავიდნენ პედაგოგებიც. ხალხი სკოლის დაკეტვას აპროტეტსებს.
2500 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, არსებული ინფორმაციით, 2 წლით უნდა დაიხუროს და სარებაილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს. სკოლის დახურვა ისე გადაწყდა, რომ განათლების სამინისტროს ადმინისტაცია საქმის კურსში არ ჩაუყენებია.