უმძიმესი ავარია ხობში - გარდაცვლილია 1 წლამდე ბავშვი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოავარიის შედეგად ერთ წლამდე ასაკის ბავშვია დაღუპული, დაშავდა რამდენიმე პირი. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა, რომლის დროსაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა შეეჯახნენ, ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.