ახალციხეში ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა
ახალციხის სოფელ წყალთბილაში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა, - ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში ამბობენ, რომ ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში 8 ადამიანი დაავადდა.