ბათუმში დაკავებული სამი არასრულწლოვანი თავისუფალია - პატიმრობაში რჩება ენმ-ს 3 ლიდერი

04.06.23 11:09
ბათუმში დაკავებული სამი არასრულწლოვანი თავისუფალია - პატიმრობაში რჩება ენმ-ს 3 ლიდერი

ბათუმში დაკავებული სამი არასრულწლოვანი თავისუფალია. 18 წელს მიუღწეველი პირები პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ანტირუსული და ანტიდასავლური განცხადებების საწინააღმდეგო აქციებზე მოზარდებს ხელბორკილები პოლიცამ საპროტესტო ბანერების გამო დაადო.

დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობრები. დაკავების მიზეზი იყო იგივე, რაც თბილისში. პოლიცია იქცეოდა საკმაოდ აგრესიულად დაკავების დროსაც, როგორც კადრებშიც ნახავდით და ზოგადად, მანამდე, საუბრის დროსაც. დაკავების შემდეგ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ორი ახალგაზრდა ვიყავით აკავებულთა შორის, სამი ადამიანი გაოგვიშვეს, ამარცენები კიდევ ჯერჯერობით რჩებიან, - ამბობს გათავისუფლებული ახალგაზრდა. 

ამ დრომდე ბათუმის  წინასწარი მოთავსების იზოლატორებში რჩება "ნაციონალური მოძრაობის" სამი ლიდერი.

პოლიცია ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილეებმა წესრიგი დააღღვიოს, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისში დაკავებულების სოლიდარობის მიზნით აქცია გამართა, რომელიც დაკავებებით დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები