ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოა - აქციაზე დაკავებულები პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან

04.06.23 11:23
ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოა - აქციაზე დაკავებულები პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან

ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოა. თბილისში გამართულ აქციაზე დაკავებულები, მათი უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივიტები პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.

დუშეთის და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან, წესით, დაკავებულებს რამდენიმე საათში გადმოიყვანენ.  ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური განცხადებების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებისთვის მთავრიობას დასჯის ახალი წესები აქვს ამოქმედებული. იზოლატორებში ოჯახებს საკვები არ შეატანინეს, პროცესის ჩასანიშნად კი  24 საათის ნაცვლად 48 საათიანი ვადა გამოიყენეს.

დაკავებულების ინტერესების დამცველები ეჭვობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების საწინააღმდეგოდ სამართლამცველები მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებენ, რადგან უკვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ძალის გადამეტებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.

მათი დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უკვე საჯაროდ არის გავრცელებული, არაერთმა მედიასასუალებამ დააფიქსირა აღნიშნული, სადაც ნათლად ჩანს, რომ არცერთ დაკავებულს ადმინისტრაციული სამართლდარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად, მსგავსს მტკიცებულებას ფიზიკურად ვერ მოიტანენ და ეს უფრო მეტად უკანონო ხასიათს ატარებს 24 საათინაი ვადის გახანგრძლივება, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც მათ უკვე ჰქონდათ 24 საათიანია ვადა თუ არსებობდა ასეთი მტკიცებულება, მათ შეეძლოთ ამ ვადაში მოეპოვებინათ, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ვანო ჩიტაშვილი

8-ვე დაკავებულს წინასწარი დაკავების 48 საათიანი ვადა დღეს სარამოს ეწურება.  

მსგავსი სიახლეები