"ვაგრძელებთ ბრძოლას ლაზარეს თავისუფლებისთვის" - პარლამენტთან უწყვეტი აქცია გრძელდება

04.06.23 11:39
"ვაგრძელებთ ბრძოლას ლაზარეს თავისუფლებისთვის" - პარლამენტთან უწყვეტი აქცია გრძელდება

პარლამენტთან უწყევტი პროტესტი იწყებ. ყოველ საღამოს ზუსტად 21:00 საათზე სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს ხელსიუფლებას დისკომფორტის შექმნას ჰპირდებიან. ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე გასვლით ხალხი პრემიერის რუსულ გზავნილებსაც გააპროტესტებს.

უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადავიდა ლაზარეს მამაც. ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარავი მაინც ჩადგა და საკანონდმებლო ორგანოსთან პირველი ღამე მხარდამჭერებთან ერთად გაათენა.

გომელაურის უწყებას შეეშინდა იმის, რომ ყველაფერს ვაკეთებდი კანონის ფარგლებში. გუშინ მოიქცნენ ისე, როგორც ეკუთვნის ჩვენს პოლიციელებს და მტელი ღამე იდგნენ აქ და გვყარაულობდნენ როგორც მართლა ღირსეული პოლიციელები ანუ გიშინ „მილიცია“ ამ მიდამოებში არ ყოფილა. ბრძოლას ვაგრძელებ და ლაზარე აუცილებლად გარეთ იქნება ახლო მომავალში, - ამბობს ბექა გრიგორიადისი. 

მსგავსი სიახლეები