იმყოფებიან თუ არა საქართველოში რამზან კადიროვის გარემოცვის წევრები და რა მიზნით?

04.06.23 13:13
იმყოფებიან თუ არა საქართველოში რამზან კადიროვის გარემოცვის წევრები და რა მიზნით?

შემოსულები არიან თუ არა საქართველოში  რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრები? - შსს დუმს.  სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა. 

ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. ერთ-ერთ კადრში წვერიანი მამაკაცი ჩანს, მისი ჩაცმულობა კი  ჩეჩენი ლიდერის კადიროვის დანაყოფის ფორმას ჰგავს. 

ერთ-ერთი ვერსიით, თბილისში ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეთხანოვ სულთანოვიჩია. სხვა და სხვა წყარებოთ დასტურება, რომ აღნიშნული პირი რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია.  ცნობილია ისიც, რომ ახმეთხანოვი ფულს სწორედ კადიროვთან ახლო კავშირებით შოულობს. 

ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ბოლო კადრი გუშინ, ნატახტრის გზაზეა გადაღებული. "პირველები" აღნიშნული ვიდეომასალის ავტორს ესაუბრა. მისი ტქმით, სტეფანწმინდისკენ მიმავალი კოლონის მოძრაობა ორგანიზებული და მჭიდრო იყო, ხოლო როცა ავტოკოლონისთის გზის გადაჭრა სცადა, მას ამის საშუალება არ მისცეს.

გუშინ 18:00 საათზე ნატახტრის მიმართულებით მიმყავდა ბავშვები და  რესტორნებთან, გზის ჩაყოლებაზე მოძრაობდა სამი მერსედესის ჯიპი ერთნაირი ნომრებით, პრაქტიკულად და უკან მისდევდა, სავარაუდოდ, დაცვა. ყურადღება მიიპყრო, ბუნებრივია, იმიტომ, რომ 4 მანქანა ასეთი 4-ვე ჩაბურული შუშებით, შავი ჯიპები. დავაკვირდი, ეს იყო რუსული ნომრები. ისინი მოძრაობდნენ სტეფანწმინდის მიმართულებით, მაგრამ იქვე, ნატახტრის ერთ-ერთ რესტორანთან მოუხვიეს, სავარაუდოდ, რომელიმე რესტორანში შევიდნენ  ან უკან დაბრუნდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ნელა გადაადგილებოდნენ. ორგანიზებულად მოძრაობდნენ და როგორც კი ერთ-ერთ მანქანას წინ ჩავუდექი, შორი მანძლი იყო შედერაბით, მაშინვე დაცვის ჯიპი მომიახლოვდა, ჩამიჭრა და წინ ჩამიდგა ისევ, - ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე ვანო ბურდული.

საზოგადოება  ოფიციალური უწყებებიდან განმარტებებს ითხოვს, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები დუმან. 

ჯერჯერობით უცნობია ისიც, დატოვა თუ არა საეჭვო კოლონამ საქართველო.