"იქნება საპროტესტო ბანერების გამოფენა" - პარლამენტთან 21:00 საათზე აქცია დაანონსდა

04.06.23 13:58
"იქნება საპროტესტო ბანერების გამოფენა" - პარლამენტთან 21:00 საათზე აქცია დაანონსდა

მას შემდეგ, რაც თბილისში გამართულ აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცარიელი ფურცლები წაართვა, მათ საპროტესტო ტალღა დაანონსეს. დღეს 21:00 საათზე პარლემნტთან ისევ აქციაა დანონსებული. პროტესტის მონაწილეები ამბობს, რომ საპროტესტო ბანერების გამოფენას მოაწყობენ. 

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ რუსული მეთოდებით ებრძვის.

ეს იქნება პლაკატების გამოფენა როგორც ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, იმიტომ, რომ ამ ნიმუშებს ებრძვის პოლიცია ბოლო ერთი კვირაა და კბილებით და ხელებით გლეჯენ მას, წარმოუდგენელი რაღაც ხდება. 16 ადამიანი დააკავეს თბილისსა და ბათუმში საერთო ჯამში. ბათუმში გუშინ და თბილისში გუშინ იმიტომ ვერ დააკავეს ეს ადამიანები, რომ პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა იყო დიდი და მათ ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომ მორიდებოდნენ სიტუაციის ესკალაციას. საქართველოში ყალიბდება საპოლიციო რეჟიმი, რომელიც ემსხურება ავტორიტარულ სისტემას, - ამბობს აქციის მონაწილე.  

 

მსგავსი სიახლეები