იზოლატორიდან 2 აქტივისტი გაათავისუფლეს - პოლიციამ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა

04.06.23 15:09
იზოლატორიდან 2 აქტივისტი გაათავისუფლეს - პოლიციამ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა

თითქმის 40 საათიანი პატიმრობის შემდეგ პარტია "გირჩის" და "ჯიუტების" წევრები დროებითი იზოლატორიდან გამოუშვეს.  პოლიციამ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იპოვა.  მოქალაქეები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვაპროტესტებდით იმას, რომ ადამიანებს იჭერენ არაფრის გამო და ჩვენც, რამდენიმე ადამიანი დაგვაკავეს, რაც მოსალოდნელი პროცესია და მე ვფქირობ, რომ 2024 არცევნებამდე კიდევ უფრო დამძიმდება...ამათ არჩეული აქვთ აბსოლუტურად რუსული გზა ძალაუფლების შენარჩუნების. ახლა ვართ დაახლოებით იმავე ეტაპზე, სადაც რუსები იყვნენ 20121-13 წლებში. ხელწერილით გაგვათავისუფლეს, რომ როგორც კი გამოძიება დაგვიბარებს - გამოვცხადდებით, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.   

წინასწარი დაკავების იზოლატორებში ახლა 6ადამიანი რჩება. მათ შორის არიან ადვოკატები - ედუარდ მარიკაშვილი და საბა ბრაჭველი.

წინასწარი პატიმრობის 48  საათიანი ვადა დღეს ღამით იწურება, მაგრამ ჯერ ადვოკატებს არავინ ეუბნება, როდის მიიყვანენ წვრილმანი ხულიგნობისთვის დაპატიმრებულებს საქალაქო სასამართლოში.

მსგავსი სიახლეები