"ნაკლებად სავარაუდოა, დასასვენებლად ჩამოსულიყვნენ" - ექსპერტი კადიროვის გარემოცვაზე

04.06.23 15:23
"ნაკლებად სავარაუდოა, დასასვენებლად ჩამოსულიყვნენ" - ექსპერტი კადიროვის გარემოცვაზე

რა მიზნით იმყოფებიან საქართველოში კადიროვის გასამხედროებული დაჯგუფების წევრები? -  უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის მარიონეტი ლიდერის ბანდის წევრები დასასვენებლად არ ჩამოსულან. სამხედრო ექსპერტი კობა ნაუროშვილი სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კადიროვის ახლო გარემოცვა ქვეყანაში ოპოზიციის გასანეიტრალებლად ხელისუფლების დავალებით ჩამოვიდა. 

ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი ფინანსური საშუალებების ხალხი საქართველოში ჩამოსულიყო დასასვენებლად. ძირითადად გავიხსენოთ რა ფუნქცია აკისრიათ მათ რუსეთში. ომის დაწყებამე მათი ფუნქცია იყო ადგილობრივი ოპოზიციის, პუტინის ოპოზიციის დატერორება. ეს ოპოზიცია გასულია მეტწილად რუსეთიდან, ნაწილი ალბათ საქართველოშია და შეიძლება მათი ინტერესის საგანი იყოს, თუ საქართველოში არიან რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები, შეიძლება მათით იყვნენ დაინტერესებული. ვერ ვიჯერებ, მაგრამ რომ დავუშვათ ასეთ ვარიანტად, რომ ამ ხელისუფლებას ხომ არ დასჭირდა მათი პრაქტიკა? შეიძლება უძრავი ქონების საყიდლადაც არიან ჩამოსულები, რაც საერთოდ არ არის კარგი, - ამბობს სამხედრო ექსპერტი კობა ნაროუშვილი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.  ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ბოლო კადრი გუშინ, ნატახტრის გზაზეა გადაღებული.