კადიროველების საქართველოში თავისუფლად გადმოსვლა "ოცნების" მხრიდან გაუმართლებელია - ქაცარავა

04.06.23 15:28
კადიროველების საქართველოში თავისუფლად გადმოსვლა "ოცნების" მხრიდან გაუმართლებელია - ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი საქართველოში სავარაუდოდ კადიროვის ახლოს გარემოცვის ჩამოსვლის ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებსი პასუხისმგებლობაზე საუბრობს. დავით ქაცარავა ამბობს, რომ ფაქტს "ქართული ოცნების" მხრიდან გამართლება არ აქვს. 


გადმოდიან კადიროველები, გადმოდიან ჩეჩნები, გადმოდიან სამთავრობო ნომრებით. მარტო ამ მანქანაზე დამაგრებული ნომრების საერთო ღირებულება 300 ათას დოლარს შეაგენს, რომ არ ვისაუბროთ უკვე თვითონ კორტეჟზე. ვერანაირად ვერ გაამართლებს ახლა „ქართული ოცნება“ იმ ფაქტს, რომ კადიროვის გარემოცვიდან თავისუფლად გადმოდიან ადამიანები, - ამბობს ქაცარავა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფება, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.  ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც რუსულნომრიანი და დაბურულ მინებიანი ესკორტი გადაიღეს. ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი ბოლო კადრი გუშინ, ნატახტრის გზაზეა გადაღებული.