თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა
თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა დედაქალაქში თავისუფალი ადგილის პოვნა მძღოლებისთვის გამოწვევადაა ქცეული. ავტომობილი ბევრია, საპარკინგე ადგილი კი არასაკმარისი.
მხოლოდ ამ წელს, იანვრიდან აპრილის ჩათვლით პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 მილიონ ლარზე მეტი შევიდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მცირე შემოსავლის ფონზე გაზრდილი ჯარიმების გადახდა ძაილან გაუჭირდებათ.
ქვეყანაში, სადაც ხალხს 300 ლარს აძლევენ პენსიას, დგომაზე 50 ლარი ჯარიმა ძალიან დიდია.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ პარკინგის არიმიდან შესული თანხა პარკინგის განვითარებას არ ხმარდება.
გვახსოვს, რა დანაპირებით მოვიდა კხი კალაძე პარკინგთან მიმართებაში. ის გვპირდებოდა, რომ გაიყვანა „სითი პაკრს“, აღარ იქნებოდა ჯარიმები, შექმნიდა ახალ საპარკინგე ადგილებს, მათ შორის, შექმნიდა მრავალსართულიან მიწის ზედა და მიწისქვეშა პარკინგებს, მაგრამ, მივიღეთ, რა? მივიღეთ ის, რომ „სითი პარკის“ გაყვანის გამო გადავიხადეთ მილიონობით ლარის ჯარიმა თბილისელებმა და მივიღეთ გაძვირებული პარკინგი ისე, რომ პრაქტიკულად, არცერთი საპარკინგე ადგილი ქალაქში არ შექმნილა და ამ მიმართულებით მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი დაპირებათაგანი და კახი კალაძემ როგორც ბევრ შემთხვევაში გადააგდო თბილისელები და მოატყუა, ზუსტად ასევე მოიქცა პარკირებასთან დაკავშირებით, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.