"ოცნება" რეგიონებში ხალხს უმალავს, რომელ მსხვილ პროექტებს აფინანსებს ევროკავშირი
"ქართული ოცნება" რეგიონებში ხალხს უმალავს, რომელ მსხვილ პროექტებს აფინანსებს ევროკავშირი. ოზურგეთის ცენტრალურ პარკთან, სადაც ბანერი იყო გამოკრული - მოხსნეს. ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რეგიონში ინსფრაქსტურურული პროექტები არა დონორების, არამედ პრემიერის ჩართულობით მიმდინარეობს.
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სამუშაოები დროში გაჭიანურებულია. მაგალითად, ოზურგეთის პარკი ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დაესრულებინათ, მაგრამ მთელი ტერიტორია ისევ მოუწესრიგებელია.
ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ოზურგეთს 2 დღის განმავლობაში სტუმრობდა. შსალვა პაპუაშვილმა სხვა დასხვა ობიექტები დაათვალიერა, ფეიქსბუქპოსტებში კი აღნიშნა, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული რეგიონების განვთარების ფარგლებში მიმდინარე პროექტები აქტიურ ფაზაშია.
ფაქტს გამოხმაურება ადგილობრივ ოპოზიციაში მოჰყვა. მათი თქმით, ხელისუფლება ინფორმაციას მიზანმიმართულად მალავს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მილიონობით ლარი გამოჰყო ოზურგეთის გალამაზებისთვის და იმისთვის, რომ ოზურგეთში პრობლემები მოწესრიგდეს, ავთანდილ თალაკვაძეს რატომრაც უტყდება ევროკავშირის ხსენება და უფრო მეტიც, მიზანმიმართულად, ეს არის მათი პოლიტიკა, რომ არ ახსენონ ევროკავშირი და კიდევ უფრო შორს მიდიან ეს ადამიანები, ჰყოფნით თავხედობა, რომ ყველა ეს სიკეთე, რასაც ჩვენ, ჩვენი ქალაქი იღებს, მიაწერონ „ქართულ ოცნებას“ , მიაწერონ კრემლის რუპორ ირეაკლი ღარიბაშვილს, - ამბობს ენმ-ს წევრი დავით მჟავანაძე.
"პირველების" არაერთი მცდელობის მიუხედავად, საკითხზე ხელისუფლების პოზიცია უცნობია.