"აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი" - ძმის მკვლელობისთვის დაკავებულმა დუმილი დაარღვია
ძმის მკვლელობისთვის დაკავებულმა დუმილი დაარღვია. 35 წლის რამაზ ლორთქანაძე დანაშაულს აღიარებს. ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა ძმას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა აფექტურ მდგომარეობაში იყო და მომხდარს ნანობს.
ხელვაჩაურში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე ბათუმის სასამართლომ იმსჯელა. ადვოკატმა მოსამართლეს გირაო შესთავაზა, მაგრამ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული პატიმრობაში დატოვეს.
დიდი ალბათობით, რამდენიმე დღეში ახლგაზრდა კაცს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარაებენ, რათა დადგინდეს იიყო თუ არა შეურაცხად მდგომარეობააში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს.